Sunday, May 26, 2019

მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე დღეს შევასრულეთ მოსწავლის საპრეზენტაციო ნამუშევრის ნიმუში;
დავასრულე პროექტის პრეზენტაცია;
ვიმუშავეთ მოსწავლის საპრეზენტაციო ნამუშევრის შეფასების გეგმაზე;
ვიმუშავეთ და შევქმენით „Google“ ფორმატები.

Sunday, May 19, 2019

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღეს ვიმუშავეთ:

    • შეფასების სტრატეგიებზე პროექტის მსვლელობის ეტაპებზე:
      • პროექტის დასაწყისში;
      • პროექტის მსვლეობისას;
      • პროექტის დასრულების შემდეგ.
    • შევავსეთ შეფასების მოკლე მონახაზი;
    • შევქმენით და ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციაზე.

Saturday, May 18, 2019

მესამე დღის რეფლექსია

მესამე დღე კიდევ უფრო საინტერესო იყო.
აქტიურად ვიმუშავეთ.

  • გავაგრძელეთ მუშაობა ბუკლეტებზე;
  • ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტის მიზნები და შედეგები;
  • ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები;
  • ჩავშალეთ საკვანძო კითხვებში - ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები;
  • გავეცანით ჯგუფის წევრების საკვანძო კითხვებს;
  • დავაკომენტარეთ ჯგუფოს წევრთა საკვანძო კითხვები;
  • გავაკეთეთ მესამე დღის რეფლექსია.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა
რატომ არის მნიშვნელოვანი სასკოლო ცხოვრების (კულტურის) შესწავლა?
თემატური კითხვები
·       როგორი იყო სასკოლო ცხოვრება სხვადასხვა პერიოდში?
·       რა კუთხით იცვლებოდა სასწავლო გარემო?
·       სწავლის რა ფორმებს იცნობდნენ?
·       როგორ წარმოედგინათ სკოლა მომავალში?
შინაარსობრივი კითხვები
·       როგორი იყო სასწავლო გარემო მეოცე საუკუნის: მეორე ნახევარში, საუკუნის ბოლოს და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში?
·       როგორი იყო დამოკიდებულება მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შორის?
·       როგორი იყო სასკოლო და სკოლის გარეშე საქმიანობა?
·       როგორ სწავლობდნენ ისტორიას?
·       როგორი შეიძლება წარმოვიდგინოთ მომავლის სკოლა?

Sunday, May 12, 2019

მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეორე დღეს:

  • ჯგუფის თითოეულმა წევრმა წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის სათაური და სამოქმედო გეგმა;
  • ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე;
  • ვიმუშავეთ პროექტის სამოქმედო გეგმის მიმართებაზე ეროვნულ სასწავლო გეგმასთან;
  • გავეცანით პროექტისთვის რესურსებს;
  • დავიწყეთ პროექტისთვის ბუკლეტის დამზადება.

Sunday, May 5, 2019

პირველი დღის რეფლექსია

ინტელის კურსის ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით:

  • საორგანიზაციო საკითხებს,
  • პროგრამის მიზანს,
  • სამუშაო გრაფიკს,
  • გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს,
  • პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტს,
  • შევქმენით: პორტფოლიო, პორტფოლიოს საქაღალდეები, „ინტელის ბლოგი“,
  • საქაღალდეებში განვათავსეთ შესაბამისი მასალები,
  • გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,
  • გავეცანით შესაბამისი საფეხურის გეგმის პროექტს „რომეო და ჯულიეტა“,
  • მივიღეთ დავალება, ვიფიქროთ სამუშაო პროექტის იდეაზე.
  • იყო ძალიან საინტერესო.